Tuesday, April 2, 2019

ანკეტა მშობლებისთვის


კითხვარი 169-ე საჯარო სკოლის  მესამე   კლასის  მოსწავლეთა  მშობლებისათვის მოგესალმებით! ვატარებ პრაქტიკულ კვლევას  დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეთა წიგნიერების დონის გასაუმჯობესებლად . გთხოვთ,  გულწრფელად და ყურადღებით შეავსოთ კითხვარი , ვინაიდან    თქვენი, როგორც მშობლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.  გამოკითხვა  ანონიმურია  და  მიღებული შედეგები განზოგადდება. გამოკითხვას ატარებს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  -მაია  ტუხაშვილი  T 593 91 56 68    მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
( შეგიძლიათ შემოხაზოთ ერთი ან მეტი პასუხი)

1.       ეხმარებით თუ არა კლასგარეშე  ლიტერატურის არჩევაში?
           )  არ ვიცი რომელია მისი ასაკის შესაფერისი ლიტერატურა;
           )  ვურჩევ, მაგრამ  ას არ მოსწონს; 
           )  უკეთესია  მასწავლებელი დაეხმაროს;
           )  ვფიქრობ დამოკიდებლად უნდა შეარჩიოს;
2.        იცით თუ არა რომელი ჟანრის ნაწარმოებები  უყვარს თქვენს შვილს?
            ) არ დავინტერესებულვარ; 
            ) მეტნაკლებად ვიცი რა  მოსწონთ მის ასაკში ბავშვებს;
            ) ვაკვირდები და ვიცი მისი ინტერესები;
            ) ზუსტად ვიცი, რადგან ვეკითხები. 
3.         როდის კითხულობს თქვენი შვილი კლასგარეშე  ლიტერატურას?
              ) მშობლის დაჟინებული თხოვნის ან ჩხუბის შემდეგ;
               ) მასწავლებლის მითითებით;
               გ)  თავად როცა უჩნდება კითხვის სურვილი                                    
              დ) როცა მე დავაინტერესებ წიგნით ან მე ვუკითხავ.
4.       ვის უზიარებს შთაბეჭდილებებს თქვენი შვილი წაკითხულის შესახებ?
                 ) არ საუბრობს წაკითხულის შესახებ;
                 ) თუ თავად დამიწყო საუბარი,რა თქმა უნდა ვუსმენ;
                 ) ყოველთვის ვმსჯელობთ წაკითხულის ირგვლივ. დ) მეგობრებს;
5.       რომელ კომპონენტში ექმნება პრობლემა თქვენს შვილს  კითხვის დროს?
ა) გაწაფულ კითხვაში; ბ)ლექსიკურ მარაგში; გ) გაგება-გააზრებაში;                     დ)არ ექმნება პრობლემა;
6.        თქვენი აზრით, რა განაპირობებს მოზარდებში  წიგნიერების დაბალ დონეს?
             ) კომპიუტერს უთმობენ მეტ დროს;
             ) არ აქვთ კითხვის სურვილი;
) არ აქვთ საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურა;
     ) არ აქვთ წიგნიერების დონის ამაღლებისათვის შესაფერისი გარემო შექმნილი.


No comments:

Post a Comment