ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი


კა         კარი    III -  საგნობრივი სასწავლო გეგმები - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით

                     თავი XX. სახელმწიფო ენა - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით

მ                         მუხლი 82. ქართული ენისა და ლიტერატურის წლიური პროგრამები

ქ                        ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებით საფეხურზე


I              I კლასი
ს        საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება
 სტანდარტის შედეგები
I კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მოსწავლე:
Ø  სწორად  რეაგირებ ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
Ø  გასაგებად გამოხატავს სათქმელს;
Ø  გადმოსცემს ფაქტებს;
Ø  საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
Ø  ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
Ø  ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და სხვ.).
ქართ.დაწყ.(I).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
Ø  ისმენს და ადეკვატურად აღიქვა მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
Ø  ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
Ø  ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში;
Ø  ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად);
Ø  ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
Ø  ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
Ø  გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (მარტივი საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე).
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
მოსწავლე
Ø  იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს, ცდილობს ახსნას, რით ჰგავს  იგი მოსმენილს;
Ø  აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
Ø  აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა), ცდილობს ნათქვამის ახსნას.


ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

მოსწავლე:
Ø  მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს/ მარცვლებს სიტყვაში;
Ø  განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
Ø  ადეკვატურად იყენებს აქტიურ ლექსიკას;
Ø  პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
Ø  მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
Ø  იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
Ø  ამოიცნობს და სათანადოდ იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.);
Ø  წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
Ø  თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს;
Ø  მეტყველებს გაბმულად (შეფერხებების გარეშე), მკაფიოდ და გასაგებად.
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე
Ø  სვამს შეკითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის, კონკრეტული ფაქტის/ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø  მიზნის შესაბამისად იყენებს საყრდენებს (მაგ., მინიშნებებს, ილუსტრაციებს, შეთავაზებულ მარტივ სქემას, ინსტრუქციასა და სხვ.).
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø  სიტუაციურ/როლური თამაშები, ჯგუფურ აქტივობები (მოსწავლეთათვის სხვადასხვა სამეტყველო როლის შეთავაზებით);
Ø  ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) ნაცნობი ტექსტის/თემის შესახებ;
Ø  თხრობა, საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე წინასწარ მიცემული მარტივი გეგმის/ინსტრუქციის საფუძველზე (მაგ., საუბარი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ რუბრიკებით: „დილა“, „შუადღე“, „საღამო“);
Ø  პერსონაჟის განსახიერება (შესაბამისი ხმის ტემბრით, ჟესტებით, მიმიკით, ინტონაციით, რიტმული მოძრაობებით) და/ან განსახიერებული პერსონაჟის ამოცნობა;
Ø  ილუსტრაციის აღწერა მოქმედების დასახელებით, საგნებისა და მათი განლაგების (წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ) აღნიშვნით;
Ø  მოსმენილი ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების მიხედვით ილუსტრაციებშექმნა და დასათაურება
Ø   და სხვა.


                  
მიმართულება: კითხვა
სტანდარტის შედეგები
I კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

მოსწავლე:
Ø  სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ბგერებს;
Ø  სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
Ø  თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
Ø  ნაცნობ ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
Ø  თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø  თავისუფლად კითხულობს ანბანის ყველა ასოს;
Ø  ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის  ტექსტებს;
Ø  ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
Ø  ცდილობს სათანადო ინტონაციით გამოხატოს წინადადების მოდალობა (თხრობითი და კითხვითი წინადადებების);
Ø  აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, როგორ...);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად);
Ø  ამოიცნობს მარტივი სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., მისალოცი/მოსაწვევი ბარათის, რეკლამის, გამაფრთხილებელი აბრის, სხვ.) დანიშნულებას, ადრესატს;
Ø  გამოაქვს დასკვნა ნაწარმოებში წამოწეულ ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე/თემებზე (მაგ., სიზარმაცე ცუდია, უნდა იყო მეგობრული...);
Ø  იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ- ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს (მაგ., იცავს უსაფრთხოების წესებს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);
Ø  დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს/დავალების პირობას;
Ø  ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციასა და  ილუსტრაციას.
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
მოსწავლე:
Ø  ხატავს/აფერადებს წაკითხული ნაწარმოების ცალკეულ ეპიზოდს/პერსონაჟს;
Ø  წარმოადგენს მხატვრული ტექსტის პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით (ნაწარმოების ინსცენირების, როლური თამაშის დროს);
Ø  ილუსტრაციაზე დაყრდნობით ჰყვება ამბავს.

ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
მოსწავლე:
Ø  წაკითხული ტექსტის მიმართ გამოხატავს პირად დამოკიდებულებას (მომეწონა/არ მომეწონა);
Ø  ვერბალური თუ არავერბალური ტექსტებით გადმოცემულ ამბავს უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., მე როგორ მოვიქცეოდი/მოვიქეცი ანალოგიურ სიტუაციაში);
Ø  აფასებს პერსონაჟის საქციელს (კარგად/ცუდად მოიქცა; კეთილია, ზარმაცია და ა.შ.).
ქართ.დაწყ. (I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
მოსწავლე:
Ø  განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს, სხვ.;
Ø  ამოიცნობს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, აბზაცს, წარწერას, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
Ø  ამოიცნობს ტექსტის, აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
Ø  განარჩევს მარტივი სახის პრაგმატული ტექსტების (წერილის, მისალოცი ბარათის, სხვ.) სტრუქტურულ ელემენტებს (მიმართვას, ძირითად ტექსტს, ხელმოწერას), ამოიცნობს მათს ფუნქციას.
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
მოსწავლე:
Ø  განარჩევს წინადადებათა მოდალობებს (თხრობით, კითხვით, ბრძანებით წინადადებებს);
Ø  ცდილობს უცნობი ლექსიკური ერთეულების, ენობრივი ფორმების მნიშვნელობის გააზრებას  (სხვათა დახმარებით);
Ø  ამოიცნობს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს).
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მოსწავლე:
Ø  სიტყვის/წინადადების/მონაკვეთის უკეთ გასაგებად უბრუნდება წაკითხულს;
Ø  კონტექსტზე დაყრდნობით ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვის მნიშვნელობა ან მიმართავს მასწავლებელს/მშობელს;
Ø  ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რაზე/ვისზე შეიძლება იყოს ნაწარმოები;
Ø  საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს/მინიშნებებს (ილუსტრაციას, მარტივ გეგმას, სხვ.);
Ø   საჭიროებისამებრ იყენებს მულტიმედიურ რესურსებს (ნეტბუქის მასალას).
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø  სიტყვებში ნაცნობი ასოების პოვნა და მათი შესაბამისი ბგერების წარმოთქმა;
Ø  სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიული ხატების შედარება, საერთო მარცვლების, ასოების პოვნა;
Ø  ასოებისაგან სიტყვის, მოკლე წინადადების შედგენა მოძრავი ანბანის გამოყენებით;
Ø  სიტყვაში გამოტოვებული ასოს აღდგენა, წინადადებაში - გამოტოვებული სიტყვისა;
Ø  სიტყვათა ჩამონათვალში მითითებული სიტყვის პოვნა;
Ø  სიტყვის გრაფიკული  ხატისა და სურათის დაკავშირება;
Ø  საბავშვო წიგნების, ჟურნალების დათვალიერება-განხილვა ილუსტრაციებზე, მსხვილ შრიფტსა და სხვა ფორმალურ მახასიათებლებზე დაკვირვების მიზნით;
Ø  რებუსების ამოხსნა;
Ø  მიჯრით მიწყობილი სიტყვების ხაზით გამოყოფა;
Ø  გრძელ სიტყვაში მოკლე სიტყვის ამოცნობა;
Ø  აბზაცში წინადადებების, წინადადებაში სიტყვების რაოდენობის დათვლა;
Ø  ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) წაკითხული ტექსტების თემის, მხატვრული ტექსტების პერსონაჟების შესახებ (მათი ქცევის შეფასების მიზნით);
Ø  ნაცნობი ტექსტის ალტერნატიული  სათაურის მოფიქრება;
Ø  ამბის (ზღაპრის, მცირე ზომის მოთხრობის) დასასრულის შეცვლა;
Ø  ილუსტრაციების დასათაურება;
Ø  წაკითხული ტექსტის მიხედვით აპლიკაციების, კოლაჟების შექმნა;
Ø  ლექსიკური სავარჯიშოები (მაგ.,საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვების დაკავშირება: ცუდი - კარგი, ბოროტი - კეთილი);
Ø  წაკითხული ტექსტის სახელდახელო ინსცენირება
Ø    და სხვა.

მიმართულება: წერა
სტანდარტის შედეგები
I კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
მოსწავლე:
Ø  წერს მარტივ წინადადებებს, ფრაზებს, მცირე ზომის ტექსტებს ნაცნობ თემებზე, გასაგებად გადმოსცემს აზრს;
Ø  ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
Ø  წარწერას უკეთებს ილუსტრაციას;
Ø  წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
Ø  წერს და აფორმებს მარტივი სახის პრაგმატულ ტექსტებს (მოდელის, საყრდენების, მინიშნებების გამოყენებით). 
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის,  ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
მოსწავლე:
Ø  აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და  ა.შ.);
Ø  იცავს ხაზოვან სისტემაში ასოების განლაგების პრინციპს;
Ø  ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
Ø  ამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია;
Ø  წერს აკურატულად, იცავს კალიგრაფიის საბაზისო პრინციპებს (მანძილს ასოებს, სიტყვებს, სტრიქონებს შორის, სხვ.);
Ø  სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
Ø  სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
Ø  სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს (წერტილ, კითხვის ნიშანს).
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  იყენებს მოდელს, მითითებებს/საყრდენებს (ტექსტების შედგენისა და სათანადოდ გაფორმების მიზნით);
Ø  სიტყვის დაწერამდე ჩუმი ხმით წარმოთქვამს მას (დასაწერ სიტყვას);
Ø  სიტყვის წერისას ჩუმი ხმით ასახელებს გამოსაყვანი ასოს შესაბამის ბგერას;
Ø  ხმადაბლა, დამარცვლით გადაიკითხავს ნაწერს შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების მიზნით.
დავალებათა/აქტივობათა ნიმუშები:
Ø  ნაცნობი ასოს მოხაზულობის ჰაერში გამოსახვა (ხელის სწორი მოძრაობით);
Ø  ასოების გამოძერწვა, გაფერადება, გამოწერა წერტილების შეერთებით;
Ø  სიტყვების/წინადადებების გადაწერა (წიგნიდან, დაფიდან);
Ø  ნაცნობ თემაზე/საკითხზე მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენა და დაწერა;
Ø  მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით მარტივ წინადადებების შედგენა;
Ø  წინადადების/მცირე ზომის ტექსტის შედგენა ნაცნობ თემაზე საყრდენების (ჩარჩო-კონსტრუქციების) გამოყენებით ან მათ გარეშე  („ჩემი ოჯახი”, „ჩემი მეგობარი” და  სხვ.);
Ø  კარნახით წერა (ასოების, მარცვლების, სიტყვების, წინადადებების);
Ø  ნაცნობი თემატიკის მარტივ ტექსტში ნაკლული ინფორმაციის შევსება;
Ø  მარტივი სახის მცირე ზომის პრაგმატული ტექსტების (მისალოცი/მოსაწვევი ბარათის, წერილის, საყიდლების სიის, დღის რეჟიმის, გამაფრთხილებელი აბრის, საყვარელი კერძების მენიუს) შედგენა მოდელის, მინიშნებების/საყრდენების გამოყენებით;
Ø  მარტივი კითხვარის შევსება ბიოგრაფიული და/ან სხვა მონაცემებით (მაგ., „მე მქვია...“, „მე მიყვარს...“, სხვ.);
Ø  არეული რიგით მოწოდებული სიტყვებისგან წინადადების/მცირე ზომის პრაგმატული ტექსტის შედგენა (მაგ., გამაფრთხილებელი აბრის შექმნა სიტყვებისგან: „წესები, მოძრაობის, დაიცავი“)
Ø   და სხვა.
               



















No comments:

Post a Comment