Friday, May 31, 2019

არიფანა lll ვ კლასში.

                                               მოვასწარით.ვარდობისთვე.31.2019

Thursday, May 30, 2019

ვირტუალური საკლასო ოთახი

edmodo.com

ს არის ვირტუალური საკლასო ოთახი, სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. აქვს ინგლისური ინტერფეისი.
პირველ რიგში მასწავლებელი:
  1. აკეთებს რეგისტრაციას როგორც ეს არის ვირტუალური საკლასო ოთახი, სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და  მასწავლებელი.
  2. უნდა შექმნას ჯგუფი ან ჯგუფები და მოიწვიოს მოსწავლეები.  მარცხენა მხარეს  create a Group.
  3. საწყის გვერდზე გადავდივართ Home და ვქმნით ჯგუფებს.
  4. ერთერთ ჯგუფში რომ შევალთ, ბოქლომის გვერდით წერია ჯგუფის კოდი. მაგალითად trujsu. ბოქლომი უნდა იყოს გახსნილი, რაც ხდება მასზე დაწკაპუნებით. დაკეტილი ბოქლომისას ახალი მოსწავლე ამ კოდით ვეღარ დარეგისტრირდება. თუ დამატება გვინდა, ამისათვის ვხსნით ბოქლომს, ამ ჯერზე სხვა კპოდი გამოვა და ამას ვაძლევთ მოსწავლეს.
  5. მოსწავლე აკეთებს რეგისტრაციას, ამ დროს მას სჭირდება კოდი, მაგრამ არ სჭირდება მაილი, როგორც ეს მასწავლებლის შემთხვევაშია.
  6. დარეგისტრირებული და შსული მოსწავლე შძლებს გააკეთოს პოსტი, რომელსაც ან მასწავლებელი წაიკითხავს, ან ჯგუფის წევრები.  მოსწავლეს შუძლია გააკეთოს ტესტები. მისწეროს მასწავლებელს და ა.შ.
  7. ტესტის გაკეთების შემდეგ აჭერს ღილაკს Submit Quiz  და უგზავნის მასწავლებელს.
  8. ტესტში 5 ტიპის ტესტებია.
  9. ტესტის შექმნა ედმოდოში:
  10. ამისათვის მენიუს ზოლში არის წარწერა Quiz. დავაწკაპუნებთ მასზე და გამოჩნდება 2 ბრძანება.
  11. ძალიან საინტერესო ღილაკია Randomize questions. ეს ღილაკი როცა ჩართულია სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა ტესტი მიუვა, ანუ საკითხები იქნება თანმიმდევრობა არეული.
  12. როცა ტესტის შექმნას დავასრულებთ ვაჭერთ ღილაკს Assigne Quiz.  მაგრამ  ტესტი აუცილებლად რომ გაიგზავნოს აუცილებელია ავირჩიოთ იქვე კალენდრიდან დღევანდელი რიცხვი და ჩავრთოთ ღილაკი Add to Gradebook.
  13. მოსწავლის მიერ შესრულებულ ტესტებს ვხედავთ  დიაგრამის სახით და დიაგრამაში წითელი ფერი ნისნავს ცუდს - გაუკეთებელ დავალებას, ლურჯი - მოლოდინის რეჟიმში მყოფს, რომელიც მასწავლებელმა უნდა გაასწოროს, ხოლო მწვანე კი - დადებითად შესრულებულს.
  14. მასწავლებელი როდესაც მოსწავლის ნამუშევარს ამოწმებს, მაშინაც როცა სწორად აქვს ნამუშევარი და მაშინაც როცა ნაწილობრივ სწორად აქვს შესრულებული, ორივე შემთხვევაში ვაჭერთ ღილაკს correct. მთავარია ქულის მინიჭება იმ შემთხვევაში თუკი ნაწილობრივ არის შესრულებული. მაგალითად, 5-დან 3 ქულა.
  15. ჩვენს მიერ გამზადებული ტესტი ინახება ედმოდოს სივრცეში და როდესაც კვლავ დაგვჭირდება მისი გაგზავნა, შევდივართ Quiz-ში, load-ს ვაჭერთ და ჩნდება ფანჯარა. თუ გაგზავნა გვინდა ჯგუფისთვის, მაშინ სათაურზე ვაწკაპუნებთ და თავისით ჩაჯდება სათურის ველში, ავირჩევთ ჯგუფს და დავაჭრთ ღილაკს send. ხოლო თუ გვინდაჩასწორება და არა გაგზავნა, მაშინ ვაჭერთ ediT-ს და ვასწორებთ. 
  16. Poll ნიშნავს გამოკითხვას. ამ ღილაკიდან შეგვიძლია ჩავსვათ გამოკითხვა. 
  17. ედმოდოს აქვს ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში შეგვიძლია ავტვირთოთ ფაილები, სურათბი, ვიდეოები და როცა დაგვჭირდება ამ ბიბლიოთეკიდან გავუგზავნოთ მოსწავლეთა ჯგუფებს ან მივამაგროთ ტესტების გაკეთების დროს.

Wednesday, May 29, 2019

არიფანა მე-3 ე კლასში

169-ე საჯარო სკოლის მე-3 ე კლასის არიფანა. მოსწავლეების მიერ დაგეგმილი გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში .ორგანიზატორი- მარიამ ტორაძე. მადლობა ყველას,ვინც იზრუნა ასეთი სასკოლო გარემოს შექმნაზე. ძალიან მნიშვნელოვანია,სუფთა და სასიამოვნო გარემოში, ასეთი ხალისიანი გაკვეთილებით, რუტინული სწავლის პროცეცის გადახალისება.







Monday, May 27, 2019

ელექტრონული რესურსი


რეფლექსია

  დღეს,აუცილებელია მასწავლებელმა იმუშავოს ინოვაციური მეთოდებით. ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესს სახალისოს და  ნაყოფიერს ხდის. ამიტომ, გადავწყვიტე იაკობ  გოგებაშვილის იგავის ,,სპილო და ჭიანჭველების" მიხედვით ბავშვებისთვის kahoot- აპლიკაციაში მომემზადებინა ტესტური დავალებები, სადაც ბუკის დახმარებით იმუშავებდნენ. მოვამზადე ტესტი  და შევიტანე კლასში. მოსწავლეებისთვის იყო მოულოდნელი, სხვა დროს არ გაგვიკეთებია ამ ფორმატში. ბავშვებმა მოიწონეს. ( იხილეთ ბმული). პროგრამას ახლავს მუსიკა, რაც მხიარულებას სძენს დავალებას და რეზულტატი. მართალია დაწყებითში განმავითარებელ შეფასებას ვიყენებთ , მაგრამ ამ ელექტრონულ რესურსში, პროგრამის მოთხოვნით, ქულას ვწერთ.  რეზულტატის მიხედვით, მე დავინახე რა გაუჭირდათ ჩემს მოსწავლეებს.  რამდენიმე მოსწავლეს გაუჭირდა ტესტში შეტანილ გრამატიკულ საკითხებზე  პასუხის გაცემა, რამდენიმე მოსწავლის   პრობლემა იყო დროის ფაქტორი, მოსწავლეთა ნაწილს კი ტექნიკურად ტესტზე მუშაობა ეძნელა. თუმცა  არცერთი პრობლემა არ იყო ისეთი ,რომელსაც ვერ გამოვასწორებთ მეორედ აპლიკაციის გამოყენებისას.  რესურსი გავუზიარე ჩემს კოლეგებს. აღნიშნული აპლიკაცია მათაც მოეწონათ. ვფიქრობ, ხშირად დავგეგმო ასეთი ტიპის გაკვეთილები. განსაკუთრებით დადებითი მხარე არის ის , რომ შემაჯამებელი დავალებები სრულად შეუძლია ჩატვირთოს მასწავლებელმა აპლიკაციაში და ნაყოფიერად  გამოიყენოს მთელი გაკვეთილის დატვირთვით.