Monday, May 27, 2019

ელექტრონული რესურსი


რეფლექსია

  დღეს,აუცილებელია მასწავლებელმა იმუშავოს ინოვაციური მეთოდებით. ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესს სახალისოს და  ნაყოფიერს ხდის. ამიტომ, გადავწყვიტე იაკობ  გოგებაშვილის იგავის ,,სპილო და ჭიანჭველების" მიხედვით ბავშვებისთვის kahoot- აპლიკაციაში მომემზადებინა ტესტური დავალებები, სადაც ბუკის დახმარებით იმუშავებდნენ. მოვამზადე ტესტი  და შევიტანე კლასში. მოსწავლეებისთვის იყო მოულოდნელი, სხვა დროს არ გაგვიკეთებია ამ ფორმატში. ბავშვებმა მოიწონეს. ( იხილეთ ბმული). პროგრამას ახლავს მუსიკა, რაც მხიარულებას სძენს დავალებას და რეზულტატი. მართალია დაწყებითში განმავითარებელ შეფასებას ვიყენებთ , მაგრამ ამ ელექტრონულ რესურსში, პროგრამის მოთხოვნით, ქულას ვწერთ.  რეზულტატის მიხედვით, მე დავინახე რა გაუჭირდათ ჩემს მოსწავლეებს.  რამდენიმე მოსწავლეს გაუჭირდა ტესტში შეტანილ გრამატიკულ საკითხებზე  პასუხის გაცემა, რამდენიმე მოსწავლის   პრობლემა იყო დროის ფაქტორი, მოსწავლეთა ნაწილს კი ტექნიკურად ტესტზე მუშაობა ეძნელა. თუმცა  არცერთი პრობლემა არ იყო ისეთი ,რომელსაც ვერ გამოვასწორებთ მეორედ აპლიკაციის გამოყენებისას.  რესურსი გავუზიარე ჩემს კოლეგებს. აღნიშნული აპლიკაცია მათაც მოეწონათ. ვფიქრობ, ხშირად დავგეგმო ასეთი ტიპის გაკვეთილები. განსაკუთრებით დადებითი მხარე არის ის , რომ შემაჯამებელი დავალებები სრულად შეუძლია ჩატვირთოს მასწავლებელმა აპლიკაციაში და ნაყოფიერად  გამოიყენოს მთელი გაკვეთილის დატვირთვით.

No comments:

Post a Comment